ა ნ გ ა
რ ი შ ი
2013 წლის 28-29 სექტემბერი
1. ტრენინგის
დასახელება
მასწავლებლის
პროფესიული განვითარება. თვითშეფასება. კოლეგების ურთიერთშეფასება.
· ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:
· ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი.
(საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო).
· ტრენინგის
ჩატარების ადგილი:
თბილისის მასწავლებელთა სახლი
· ტრენინგის
ხანგრძივობა
2 დღე (10 საათი).
2. მიზანი
და ამოცანები
• საკუთარი პროფესიისადმი
მასწავლებლის პიროვნული დამოკიდებულებების
შესახებ მსჯელობა და განხილვა;
• საერთო ხედვის და
ღირებულებების მნიშვნელობის გააზრება სწავლა/სწავლების და პროფესიული
განვითარების პროცესში;
• წარმატებული სკოლის
მახასიათებლების და პროფესიული განვითარების კომპონენეტის მნიშვნელობის განხილვა;
• მასწავლებლის
პროფესიული სტანდარტის გაანალიზება და მასწავლებლის საქმიანობის შეფასების
მოდელების გაცნობა. პროფესიონალი
მასწავლებლის მახასიათებლების და კომპეტენციების განხილვა;
• საკუთარი გამოცდილების
დაკავშირება მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესსა და ინდივიდუალურ
პროფესიულ გეგმებთან;
• სკოლის ბაზაზე
სრულყოფილი პროფესიული განვითარების პროცესის გაცნობა და საკუთარ გამოცდილებასთან
შედარება.
3. რეზიუმე
ტრენერი
ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და მოკლედ გაგვაცნო საორგანიზაციო
საკითხები, მუშაობის ფორმები და სამუშაო წესები.
ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ იმის შესახებ, თუ როგორ მოვიაზრებთ ჩვენს პიროვნებას
ჩვენს სამუშაოსთან მიმართებაში. რომელს უფრო ვეთანხმებით: „მე მასწავლებლი ვარ“ თუ „მე მასწავლებლად ვმუშაობ“ . აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის აზრით,
მასწავლებლობა უპირველეს ყოვლისა პროფესიაა, მერე სამსახური, მასწავლებლობა
პიროვნული თვითრეალიზებაა და მერე ვალდებულებების შესრულება სამსახურთან
დაკავშირებით. თუმცა ისიც გამოიკვეთა რომ, მასწავლებლის დრო მიბმულია მის
ანაზღაურებაზე (რათა ოჯახის სარჩენად სხა უამრავი დატვირთვა არ ქონდეს). ვისაუბრეთ
და ვიკამათეთ სკოლის ღირებულებებზე, პროგრამულ თუ სხვა ტიპის დოკუმენტებში
გაწერილ ჩვენი განათლების მიმართულებების დახვეწის გზებზე.
სამუშაო
ფურცელი 1–ით – „განთლების სისტემის გაცხადებული და რეალური ღირებულებები“–
გავეცანით ინფორმაციას, შევავსეთ ცხრილი და ვუპასუხეთ კითხვებს. 20 წთ
ვიმუშავეთ ჯგუფურად, შემდეგ კი მოკლე პრეზენტაციებით წარვადგინეთ.
ტრენერმა
ჩაატარა მინი-ლექცია ზოგადი განათლების სისტემის ღირებულებებზე, რომელიც გაწერილია
ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში და ეროვნულ სასწავლო გეგმაში. მან
გაგვაცნო ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნების პრიორიტეტები და ის პრინციპები, რომლებსაც ეროვნული
სასწავლო გეგმა ეფუძნება - შედეგზე ორიენტირება, - რაც გულისხმობს მოსწავლეთა
აღჭურვას ქმედითი ცოდნით. ტრენერმა გაგვახსენა ესგ-ს ძირითადი მეთოდიკური
ორიენტირები, პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები და მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტის შესაბამისი კომპონენტები.
გავეცანით წარმატებული სკოლის
სტანდარტებს და ინდიკატორებს, თუ უნდა რა
პროცესები უნდა მიმდინარეობდეს სკოლაში იმისთვის, რომ მან შეძლოს თავისი უმთავრესი დანიშნულების - მოსწავლეების
მაღალი მიღწევების უზრუნველყოფა.
ვიმსჯელეთ სამი ძირითადი მიმართულებისშესახებ: აკადემიური საქმიანობა, სასწავლო გარემო და ეფექტიანობა,– რომლებიც სკოლის მთავარ მიზანს, მოსწავლეების მაღალ მიღწევებს ემსახურება.
ვიმსჯელეთ სამი ძირითადი მიმართულებისშესახებ: აკადემიური საქმიანობა, სასწავლო გარემო და ეფექტიანობა,– რომლებიც სკოლის მთავარ მიზანს, მოსწავლეების მაღალ მიღწევებს ემსახურება.
გავეცანით
სკოლის წარმატების განმსაზღვრელ 9 ფაქტორს (მკაფიო და ფოკუსირებული მისია,
მაღალი მოლოდინები, ეფექტიანი ხელმძღვანელობა, თანამშრომლობა და კომუნიკაცია,
სასწავლო გეგმის, სწავლებისა და შეფასების სტანდარტებთან შესაბამისობა, სწავლისა
და სწავლების ხშირი მონიტორინგი, ფოკუსირებული
პროფესიული განვითარება, უსაფრთხო და წარმატებული სასწავლო გარემო და
ოჯახისა და საზოგადოების ჩართულობა).
ვიმსჯელეთ,
როგორი უნდა იყოს მოსწავლისა და მშობლისთვის სასურველი სკოლა და რით გამოირჩევიან
მაღალი შედეგების მქონე სკოლები ნაკლებად წარმატებული სკოლებისგან.
მსჯელობისას
ხაზი გავუსვით, თუ სად მოვიაზრებდით საკუთარ(ზოგადად ერთი კონკრეტული
მასწავლებლის) წვლილს სკოლის წარმატებებისათვის ბრძოლაში და რა კონკრეტული ფორმით.
10
წთ-იანი შესვენების შემდეგ ვისაუბრეთ რა თვისებები უნდა ჰქონდეს პროფესიონალ
მასწავლებელს და რა კომპტენციებს უნდა ფლობდეს. ტრენერის დახმარებთ დაფაზე
ჩამოვწერეთ ეს თვისებები და კომპეტენციები და შევადარეთ ისინი ტრენერის მიერ
მომზადებული სლაიდ-შოუს კომპეტენციის სფეროებს.
ტრენერმა
5 ჯგუფად დაგვყო და დაგვირიგა სამუშაო ფურცელი 2. ჯგუფური
სამუშაო 20წთ. გრძელდებოდა. განვიხილეთ სამუშაო ფურცლებზე მოცემული ორმხრივი
ცხრილი და კომპეტენციების შესაბამისად განვსაზღვრეთ შესაბამისი აქტივობები. შემდეგ
კი წარმოვადგინეთ თვალსაჩინოების სახით და გავაცანით სხვა ჯგუფის
წევრებს.
ტრენერთან
ერთად ვიმსჯელეთ რა აქტივობები უნდა შეფასდეს მასწავლებლების კომპეტენციების
დასადგენად, ვინ და როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებლის აქტივობები. როგორ მოხდეს
მასწავლებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება, ისე რომ ხელი შეეწყოს
მასწავლებელთა პროფესიულ ზრდასა და თანამშრომლობითი ურთიერთობის გაღრმავებას.
შევავსეთ ცხრილი - რა შეფასდეს? ვინ შეაფასოს? როგორ შეაფასოს?
ტრენერმა
ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოხდეს მასწავლებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება
(ფორმალური და არაფორმალური), აღწერა სამუშაოს შესრულების პროცესი, წარმოგვიდგინა
შეფასების ფაზები და აღნიშნა, რომ შეფასების ეფექტიანობას, მის შედეგიანობას მნიშვნელოვნად
განსაზღვრავს კონტექსტი და გარემო, რომელშიც იგი ხორციელდება. მანვე დაასახელა ყველაზე
მნიშვნელოვანი კომპონენტი - კომუნიკაცია,
თანამშრომლობა (კოოპერაცია) და შეფასების
პრიორიტეტულობისადმი ერთგულება.
ამის
შემდეგ ტრენერმა შეაჯამა განვლილი დღე.
II დღეს
ტრენერი გვესაუბრა როგორ უნდა შეეწყოს ხელი მასწავლებელთა პროფესიულ
განვითარებას. გაგვაცნო პროფესიული განვითარების პროგრამების ეფექტიანობის
პრინციპები, სკოლის ბაზაზე არსებული პროფესიული განვითარების ფორმები, პროფესიული
განვითარების პროცესის ელემენტები (საჭიროებების კვლევა, აქტივობების დაგეგმვა და
განხორციელება, ეფექტის შეფასება) და პროფესიული განვითარების ღონისძიებების
დაგეგმვის ელემენტები
გვესაუბრა,
რომ პროფესიული განვითარების ღონისძიებების ეფექტიანობას სამი კრიტერიუმით
აფასებენ. კერძოდ, განხორციელებული აქტივობის ეფექტიანობის შეფასება მსმენელის
მიერ, მსმენელის მიერ მიღებული ცოდნის შეფასება, მსმენელის მიერ მიღებული ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენება.
ტრენერმა
გამოგვკითხა, თუ როგორ წარმოგვიდგენია თანამშრომლობის პრინციპები კოლეგებს შორის
და რა თვისებები უნდა ჰქონდეს პედაგოგს, რომ წარმატებით მოახერხოს
ურთიერთთანამშრომლობა. ვიმსჯელეთ ამ თემაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კოლეგებთან
თანამშრომლობა პროფესიული ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ვიმსჯელეთ რეალური
თანამშრომლობის 4 ძირითად ელემენტზე.
ტრენერი
გვესაუბრა კოლეგების გამოცდილების გაზიარების ახალ ფორმაზე, როგორიცაა “კრიტიკული მეგობრების” ინსტიტუტი , რომელიც წარმოადგენს ურთიერთდაკვირვების
მოდელს და სამი ეტაპისაგან შედგება (დაკვირვების წინა შეხვედრა, გაკვეთილზე
დასწრება, გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა). აგრეთვე გავეცანით დაკვირვების
სხვადასხვა ფორმებს (აღწერითი დაკვირვება, ფოკუსირებული დაკვირვება, გუნდური
მუშაობა, ჩართული დაკვირვება (დამკვირვებელი მოსწავლის როლში), თვითდაკვირვება).
გავეცანით
და განვიხილეთ პროფესიული განვითარების სქემა. განვიხილეთ სამუშაო ფურცლებზე
მოცემული ცხრილი და კომპეტენციების და აქტივობების შესაბამისად განვსაზღვრეთ რისი
შეფასება უნდა მოხდეს. აქტივობების ჩამონათვალი დავახარისხეთ ცხრილში:პირველი
კატეგორიის აქტივობები, ექსპერტი მასწავლებლის აქტივობები.
მივიღეთ საშინაო დავალება.
4. ტრენინგის
მნიშვნელოვნების დასაბუთება
მიუხედავად
იმისა, რომ რეგულარულად ვეცნობი სიახლეებს განათლების სფეროში, აღნიშნული ტრენინგი
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რის ფარგლებშიც გავეცანი ბევრ
საინტერესო მასალას.
ტრენინგში
მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ინტერესი, რომ ახალი სქემის
აქტივობებზე მეტი ინტერესით ვიმუშაო.
აუცილებლად
გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში და ჩემს პროფესიულ
საქმიანობაში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო ადმინისტრაციასთან, მოსწავლეებთან,
კოლეგებთან და მშობლებთან აღნიშნულ თემაზე და ვეცდები მისი გამოყენებით ჩემი როლი
შევიტანო წარმატებული სკოლის დამკვიდრებაში. ამავე დროს ვიმუშავებ საკუთარი
პროფესიული ზრდისათვის.
რასაკვერველია,
კოლეგებსაც შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას
ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მათ კარიერულ ზრდაზე.
სსპი გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფ. შაშიანის საჯარო სკოლა –
ბიოლოგიის მასწავლებელი
თამარ თვალიაშვილი
ტრენინგის ანგარიში
20 / 04 – 2013 წ.
20 / 04 – 2013 წ.
ტრენინგის დასახელება: ,,ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ.თელავის მე– საჯარო სკოლა
ტრენინგის ხანგრძივობა: 1 დღე (4 საათი).
ტრენერი: ლალი გიგაური
ტრენინგის ჩატარების დრო: 04 / 04 –2013
მიზანი: მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის გამოყენების მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების თავისებურებებსა და სწორ მიდგომებს. შეისწავლიან ვიდეო - კლიპების მომზადებას პროგრამა „Movie Maker“ - ის გამოყენებით, ასევე ვიდეოს განთავსებას სასწავლო მეთოდური მასალების პორტალში.
დღის წესრიგი:
ü წარდგენა, გაცნობადა მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა- 20 წთ
ü ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები და წესები, საორგანიზაციო საკითხები - 10 წთ
ü ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილის ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები (დისკუსია) - 10 წთ
ü რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker-ში. - 10წთ
ü D-GP-IP -პროგრამა Movie Maker-ისძირითადიინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო-კლიპი. - 45 წთ
ü შესვენება -20წთ
ü ნასწავლი მასალის შეჯამება - 10წთ
ü ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში - 15წთ
ü პრაქტიკული ინდივიდუალური სამუშაო- 30წთ
ü შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი - 20 წთ.
ü D–GP–IP - როგორ ხდება ვიდეო -მასალის ატვირთვა Youtube-ში, ინსტრუმენტების გაცნობა- 30წთ
ü გონებრივი იერიში ,,რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში?” - 10წთ
ü ტრენინგის შეფასება - 10 წთ
ტრენინგის მსვლელობა:
ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო. ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოვადგინეთ საკუთარი თავი და ვისაუბრეთ ჩატარებული გვქონდა თუ არა ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი და რა ფორმით? აგრეთვე, თუ რა მოლოდინი ჰქონდა ტრენინგისგან?
ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო. ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოვადგინეთ საკუთარი თავი და ვისაუბრეთ ჩატარებული გვქონდა თუ არა ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი და რა ფორმით? აგრეთვე, თუ რა მოლოდინი ჰქონდა ტრენინგისგან?
ამის შემდეგ ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროგრამა Movie Maker -ის საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნას და ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და შეძლებენ შექმნილი მასალის ვიდეო -ფაილების საცავში ატვირთვას), მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის ფორმები და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემოსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში – პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა). ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ ტრენერისთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები.
ამის შემდეგ ტრენერმა ისაუბრა ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის თავისებურებებზე და შემდეგ დისკუსიაში ჩაგვრთო მონაწილეები: ,,რა უპირატესობა აქვს ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის ჩატარებას?“. გამოითქვა სხვადასხა მოსაზრებები, მაგრამ ყველა ვთანხმდებოდით იმაზე, რომ ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილზე მოსწავლეც და მასწავლებელიც უფრო მეტად მოტივირებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონაც მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში, ასევე გაკვეთილი არის უფრო საინტერესო. ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის უკეთ აღქმასა და გაგებაში;
– რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker - ში. ტრენერმა პროექტორის საშუალებით გვიჩვენა სხვადასხვა ვიდეო - მასალა, ჩვენების დროს თან დაურთო კომენტარები, თუ რა ტექნიკურ მხარეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ვიდო - მასალის შექმნის დროს.
– დეტალურად აგვიხსნა პროგრამა Movie Maker-ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - კლიპი. ტრენერმა, აგრეთვე, განმარტა, რომ movie maker არის ვიდეო კლიპების დამზადების Micro Soft - ის უფასო პროგრამა და windows XP – ს ვერსიას იგი ავტომატურად მოყვება. Windows 7 - ის ზოგ ვერსიას შეიძლება არ მოყვეს, ამიტომ ტრენერმა დაწვილებით აგვისხსნა და გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს Micro Soft - ის საიტიდან მისი გადმოწერა და დაინსტალირება. ამის შემდეგ გაგვაცნო პროგრამა movie maker - ის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც ხდება ვიდეო - კლიპების შექმნა: მედია, აუდიო და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, სატიტულეე კადრების შექმნა, ვიდეო - ფაილების დაჭრა და ერთმანეთზე გადაბმა, შექმნილი მასალის შენახვა დასრულებული პროექტის და დასრულებული სახით. აგვიხსნა განსხვავება ამ 2 სახის შენახვას შორის. პარალელურად თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობდა კომპიტერთან ახსნილი მასალის გაგება - განმტკიცებაზე. ტრენერი პასუხობდა თითოეული მასწავლებლის შეკითხვას.
– დეტალურად აგვიხსნა პროგრამა Movie Maker-ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - კლიპი. ტრენერმა, აგრეთვე, განმარტა, რომ movie maker არის ვიდეო კლიპების დამზადების Micro Soft - ის უფასო პროგრამა და windows XP – ს ვერსიას იგი ავტომატურად მოყვება. Windows 7 - ის ზოგ ვერსიას შეიძლება არ მოყვეს, ამიტომ ტრენერმა დაწვილებით აგვისხსნა და გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს Micro Soft - ის საიტიდან მისი გადმოწერა და დაინსტალირება. ამის შემდეგ გაგვაცნო პროგრამა movie maker - ის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც ხდება ვიდეო - კლიპების შექმნა: მედია, აუდიო და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, სატიტულეე კადრების შექმნა, ვიდეო - ფაილების დაჭრა და ერთმანეთზე გადაბმა, შექმნილი მასალის შენახვა დასრულებული პროექტის და დასრულებული სახით. აგვიხსნა განსხვავება ამ 2 სახის შენახვას შორის. პარალელურად თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობდა კომპიტერთან ახსნილი მასალის გაგება - განმტკიცებაზე. ტრენერი პასუხობდა თითოეული მასწავლებლის შეკითხვას.
–
შესვენების შემდეგ მოხდა
ნასწავლი მასალის გამეორება–შეჯამება;
– ტრენერმა მოგვცა დავალება, მოგვეძებნა ის მასალა ინტერნეტში, რომლის საშუალებითაც მოვამზადებიდით ვიდეო - კლიპს და ყველაფერი ეს მოგვეთავსებინა ჩვენს
საქაღალდეში;
– ინტერნეტში მოძიებული და ტრენერის მიერ წინასწარ ჩაწერილი მასალით დავიწყეთ ინდივიდუალური დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა. რაიმე შეკითხვის წარმოშობის შემთხვევაში ტრენერი ინდივიდუალურად მიდიოდა თითოეულ მსმენელთან და ამომწურავად პასუხობდა ყველა კითხვას. ტრენერმა გვთხოვა, მაქსიმალურად გამოგვეყენებენი ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ვისწავლეთ;
- გაგვაცნო როგორ ხდება ვიდეო - მასალის ატვირთვა Youtube - ში, ვინაიდან სკოლის კომპიუტერულ ლაბორტორიებში დაბლოკილი იყო ვიდეო - ფაილების საცავი Youtube, ტრენერმა საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით გაგვაცნო ის მარტივი ინსტრუმენტები, როგორ შეიძლება აიტვირთოს შექმნილი ვიდეო - მასალა Youtube - ში და უპასუხა ჩვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვას;
–
ამის შემდეგ მოხდა შესრულებული დავალებების პრეზენტაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი : თითოეულ მონაწილეს დავალების პრეზენტაციისთვის მოგვეცა 2 – 3 - წთ. პრეზენტატორი მოკლედ მომოიხილავდა თავის ნამუშევარს, ხოლო შემდეგ აუდიტორია და ტრენერი აჯამებდნენ წარმოდგენილ ნამუშევარს.
– დებრიფინგის დროს შევაჯამეთ ნასწავლი მასალა –“რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში? ” თითოეულმა ჩვენთაგანმა აღნიშნა, გაკვეთილის რომელ ფაზაზე და როგორ გამოიყენებდა ტრენინგზე ნასწავლ მასალას სასწავლო პროცესში.
– ბოლოს კი მოხდა
ტრენინგის შეფასება: ტრენერის შეკითხვაზე გაამართლა თუ არა ტრენინგმა მათი მოლოდინი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა, იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული. ასეთი პრაქტიკული დანიშნულების ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის. აღნიშნეს, რომ ის რისი გაკეთებაც აქამდე მათთვის წარმოუდგენელი იყო საკუთარი ძალებით სხვისი დახმარების გარეშე, ახლა ტრენინგის გავლის შემდეგ ეს უკვე შესაძლებელი, და ამავე დროს, საინტერესოც იქნება.
ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება:
აღნიშნული ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ძალიან მომეწონა პროგრამა Movie Maker და მისი შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ გამიზარდა სტიმული და ინოვაციების განხორციელების მოტივაცია, გაჩნდა იდეებიც.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. ჩემს გაკვეთილებს გავამდიდრებ ვიდეო - მასალითაც. უფრო მრავალფეროვანს გავხდი პროექტებს და მათ საპრეზენტაციო მასალებს. გარდა ამისა, კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.
აღნიშნული ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ძალიან მომეწონა პროგრამა Movie Maker და მისი შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ გამიზარდა სტიმული და ინოვაციების განხორციელების მოტივაცია, გაჩნდა იდეებიც.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. ჩემს გაკვეთილებს გავამდიდრებ ვიდეო - მასალითაც. უფრო მრავალფეროვანს გავხდი პროექტებს და მათ საპრეზენტაციო მასალებს. გარდა ამისა, კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.
ტრენინგის შემდეგ:
ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით პერსონალურად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა (handout), რომელიც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად გამემტკიცებინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა, სწავლების პროცესში ატიურად გამომეყენებინა სხვა კოლეგების ვიდეო–მასალები, ტრენინგის შემდეგ შევქმენი ერთ–ერთი პროექტის მასალების ვიდეო - ფაილი და ავტვირთე Youtube - ში, შემდეგ კი გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე.
P.S.
მოსწავლეებთან ერთად შევქმენი ბლოგი ,,ჩემი სოფელი – შაშიანი“ და მოძიებული
მასალით ვიდეო– ფაილი, რომელიც, აგრეთვე, ავტვირთე Youtube - ში და გამოვაქვეყნე
ბლოგზე.
ჩემი ვიდეო მასალები:
ჩემი ვიდეო მასალები:
თამარ თვალიაშვილი –
გურჯაანი, სოფ შაშიანის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი
გურჯაანი, სოფ შაშიანის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი
No comments:
Post a Comment